კალავრიტა: მამაკაცი სეტყვის დროს დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდა და სიმაღლიდან გადავარდა
მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში მოათავსეს სოფელ კალავრიტას მკვიდრი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთებას ცდილობდა.
ჯერჯერობით კაურკვეველი მიზეზით მან წონასწორობა დაკარგა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა.
Facebook Comments Box