კალამარია: 14 წლის გოგონა საავადმყოფოში მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გადაიყვანეს
კალამარია: 14 წლის გოგონა საავადმყოფოში მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გადაიყვანეს
22 ნოემბერს ღამით ორმა 14 წლის არასრულწლოვანმა სალონიკში, კერძოდ კალამარიას სანაპიროზე სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მიიქცია.
14 წლის გოგონამ ძლიერი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გონება დაკარგა და მისი საავდმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
გამვლელებმა გამოიძახეს როგორც პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც პირველადი სამედიცინო დახმარების შედეგად. არასრულწლოვნების საბუთების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა ალკოჰოლური ნივთიერება სუპერ მარკეტში შეიძინეს. მათ 2 ბოთლი არაყი მეგობრებთან ერთად სანაპიროზე დალიეს.
პოლიცია ეძებს მაღაზიის მფლობელს, რომელმაც არასრულწლოვნებს ალკოჰოლური ნივთიერება პირადობის მოწმობის წარგენის გარეშე მიჰყიდა.
