Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

კალამატაში ავტოსაგზაო შემთხვევამ 36 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

კალამატაში ავტოსაგზაო შემთხვევამ 36 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

პარასკევს საღამოს კალამატა-ტრიპოლის ძველ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შემთხვევა 18:30 საათზე მოხდა. ავტომანქანა ტრიპოლისკენ მიემართებოდა, როცა მისმა 36 წლის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავარდა და დენის ბოძს შეასკდა.

ძლიერი შეჯახების შედეგად მანქანა ამოყირავდა. მძღოლი მანქანიდან გადმოყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მისი გადაყვანა დროულად მოახდინეს საავადმყოფოში, თუმცა რამდენი საათის შემდეგ 36 წლის მამაკაცი კალამატას საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კალამატას საგზაო პოლიცია აწარმოებს გამოძიებას უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *