კალითეა: უეცრად ჩამომსხვრეულმა მინამ 7 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა
კალითეა: უეცრად ჩამომსხვრეულმა მინამ 7 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა კალითეაზე მაცხოვრებელ ოჯახში, სადაც 7 წლის გოგონას სიცოცხლე ჩამომსხვრეულმა აივნის კარის მიბამ იმსხვერპლა.
უბედური შემთხვის შესახებ, რომელიც 27 მაისს მოხდა, გოგონას ბაბუამ ისაუბრა. მოხუცებულმა ტრაგიკული ისტორიის მოყოლა ცრემლების გარეშე ვერ შეძლო.
“ბავშვმა დაცემისთანავე გონება დაკარგა. ჩემი გოგო ყვიროდა, ეძახდა: “თვალები გაახილე!.. თვალები გაახილე!.. ნაგვის გადასაგდებლად გაიქცა. რა სიჩქარე უნდა განევითარებინა 3 მეტრის მანძილზე.. მაგრამ ძველი შენობაა, შესაბამისად კარის მინაც საკმაოდ ძველი იყო. ვერ მიხვდა ლ, რომ კარი დაკეტილი იყო, მინას შეასკდა და მინაც წამებში იქცა ნამსხვრევებად.”
ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისდა მიუხედავად 7 წლის ანგელინას გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან ჭრილობები, რომლებიც მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული ზედ დაცემული მინისგან გოგონასთვის საბედისწერო აღმოჩნდა.