კალიფორნია: ყველაზე კატასტროფული ღამეა რაც კი ოდესმე გვინახავს – ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – დამწვარია 1 000-ზე მეტი შენობა
კალიფორნია: ყველაზე კატასტროფული ღამეა რაც კი ოდესმე გვინახავს – ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – დამწვარია 1 000-ზე მეტი შენობა
ძლიერი ქარები, სიმშრალე და აალებადი ნივთიერებები ჩრდილოეთ კალიფორნიის მიუვალ წერტილებში ხელს უწყობენ მძვინვარე ხანძრის კიდევ უფრო გაძლიერებას. ხანძარს სულ მცირე 4 კერა აქვს. პასუხისმგებელი ორგანოები აცხადებენ, რომ იმდენად ძლიერია ხანძრის ოთხივე კერა, რომ შეუძლებელია მათი კონტროლს ქვეშ დაქვემდებარება.
იტონში, სადაც ოთხიდან ერთ-ერთი ხანძრის კერა მძვინვარებს 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო უამრავი დაშავდა. აღნიშნული ხანძრის კერა ქალაქ პასადინასთან ახლოს არის. ქალაქის ნაწილი უკვე ევაკუირებულია, რათა თავიდან იქნეს არიდებული კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დამწვარია უკვე 9 000 ჰექტარზე მეტი, 100 სახლზე მეტი სრულიად განადგურებულია, ხოლო 1000 შენობა ჩამონგრეული და ნაცრად ქცეული ხანძრის კერის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამეზობლოში.
“გუშინ იყო ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ღამე რაც კი ოდესმე გვინახავს.” – განაცხადა ლოს ანჯელესის საქალაქო საბჭოს პრეზიდენტმა, მარკის ჰარის-დოსონმა.