Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

კალომირამ განაცხადა: მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი კარგი ადამიანია, ევროვიზიაზე მაინც არ მოვიდა

კალომირამ განაცხადა: მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი კარგი ადამიანია, ევროვიზიაზე მაინც არ მოვიდა

კალომირამ პარასკევს ღამით, სატელევიზიო გადაცემაში მამამისისა და მის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღიარა, რომ ის მისი შვილის მხარდასაჭერად ევროვიზიაზე არ წასულა.

ინტერვიუში კალომირა შეეხო მის პირად ცხოვრებას, მის ურთიერთობას მეუღლესთან და მამამისთან და აღნიშნა, რომ ქმრისგან ვალიდაციას ითხოვდა ყოველთვის და ამის გამომწვევი მიზეზი მისი და მამამისის ურთიერთობა იყო: “ყოველვის მაწუხებდა თუ ღიორღოს ჩემში რაღაც არ მოსწონდა. შეიძლება მთელმა მსოფლიომ მითხრას, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ეს არ მაღელვებს, მაგრამ თუ ამას ჩემი ქმრისგან მოვისმენ იქ მთავრდება ყველაფერი.. მივხვდი, რომ ასე ცხოვრება არ შემეძლო და აუცილებლად უნდა გადამეჭრა ეს პრობლემა. ღმერთო ჩემო.. ცოლად მამაჩემს გავყევი! რადგან ყოველთვის მინდოდა მამაჩემისგან შექება მიმეღო და ამის ინვესტირება მოვახდინე ჩემს მეუღლეში. მამაჩემი ევროვიზიაზე არ ყოფილა როცა მონაწილეობას ვიღებდი. რათქმაუნდა ცუდი განზრახვით არ უქნია ეს, მუშაობდა, მაგრამ წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ მე დღეს ჩემი შვილის რომელიმე მნიშვნელოვანი მომენტი გამოვტოვო. ამ ყველაფერმა და არა მხოლოდ, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამომესწორებინა საკუთარ თავში და არ უნდა მომეთხოვა ჩემი ქმრისგან, რადგან ჩემი ქმარი მამაჩემი არ არის.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *