კამინია: ავტომანქანა არასრულწლოვანს შეეჯახა
კამინია: ავტომანქანა არასრულწლოვანს შეეჯახა
კამინიაში აღიოს ელევთერიოსისა და სეიფოს ქუჩების კვეთაზე 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა.
შეჯახების შედეგად გოგონა დაეცა, თუმცა სხეულის მძიმე დაზიანებები არ მიუღია.
ავტომანქანის მძღოლმა, იმის ნაცვლად რომ გაჩერებულიყო და გოგონასთვის დახმარება შეეთავაზებინა, სიჩქარეს უმატა და ადგილიდან მიიმალა.
15 წლის გოგონა მშობლებმა პრევენციული გამოკვლევების ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება და ეძებს მძღოლს რათა მიეცეს სათანადო სამართლებრივ პასუხისგებაში.
Facebook Comments Box
