კაპტაგონი: ნარკოტიკი რომელსაც იღებდნენ ჰამასის ტერორისტები ისრაელში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის დროს
ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც მეორენაირად ღარიბთა კოკაინსაც უწოდებენ, სამხრეთ ევროპაში იწარმოება და თურქეთის გავლით არაბულ ქვეყნებში იყიდება.
კაპტაგონი, მისი თვისებებიდან გამომდინარე საშუალებას აძლევს ტერორისტებს დიდხანს გაძლონ ძილის გარეშე, თრგუნავს მადას და ემოციებს, რაც საფუძველია მთთვის ჩაიდინონ დანაშაული სრული აპათიის და გულგრილობის ფონზე.
მიუხედავად იმისა, რომ კაპტაგონი თავდაპირველად ინიშნებოდა როგორც პრეპარატი ყურადღების დეფიციტის, აშლილობის, ნარკოლეფსიისა და დეპრესიისთვის, ის სწრაფად გახდა პოპულარული, როგორც ნარკოტიკი, რადგან არის ადვილად დასამზადებელი და იაფი. ღარიბ ქვეყნებში აბი მხოლოდ ერთიდან ორ დოლარამდე ღირს.
ეს პრეპარატი ფართოდ გახდა ცნობილი 2015 წელს, როდესაც დადგინდა, რომ მას იყენებდნენ ISIS-ის ტერორისტები ტერორისტული აქტების წინ შიშის შესამცირებლად. ISIS-მა შეიძლება უკან დაიხია, მაგრამ აბები კვლავ ვრცელდება, განსაკუთრებით ღარიბ ფენებს შორის. ღაზა მართლაც ერთ-ერთი დიდი ბაზარია, რადგან კაპტაგონი პოპულარულია ახალგაზრდებში.
კაპტაგონი, რომელიც შეიცავს ამფეტამინს და ამფეტამინის მსგავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს, წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ახლო აღმოსავლეთში და ახლა ევროპაში, აფრიკასა და აზიაშიც შეაღწია.
