კარისტიანუ: შემრცხვა როცა ევროპელმა პროკურორმა ჩვენს ქვეყანაზე თქვა, რომ დანაშაულს ხელს აფარებს
კარისტიანუ: შემრცხვა როცა ევროპელმა პროკურორმა ჩვენს ქვეყანაზე თქვა, რომ დანაშაულს ხელს აფარებს
პარასკევს დილით ტელემაუწყებელ MEGA-სთან საუბრისას მარია კარისტიანუმ ევროპელი პროკურორის, ლაურა კოვესის განაცხადზე, პანოს რუცის შიმშილობასა და საზოგადოებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა.
“შემრცხვა, როცა ევროპის წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა ჩვენს ქვეყანას ბრალი დასდო დანაშაულის დაცვაში, რომელსაც პოლიტიკოსები სჩადიან.
კონსტიტუციის 86-ე მუხლი პოლიტიკოსებს უზრუნველყოფს იმუნიტეტით, სისხლის სამართლებრივი მძიმე დანაშაულების შემთხვევაშიც კი. გამომდინარე აქედან პროკურორს არ შეუძლია დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.
ევროპული პროკურატურის ინსტიტუტი ეროვნულ კანონებზე მაღლა დგას, რაც იმას რწმენას მაძლევს, რომ შეძლებს თავისი საქმე გააკეთოს.”
Facebook Comments Box
