Latest news
სიმონი ხრისტოდულუ და ანდრეას ღეორღიუ პარიზში მოგზაურობენ სასწაულის მომსწრე გავხდი - აცხადებს 48 წლის კაცი, რომელსაც ბავშვის შვილად აყვანის შესაძლებლობა მისცე... ტურიზმი ყველასთვის 2025 პროგრამას ახალი ბენეფიციარები შეემატებიან დღეს და ხვალ ათენის ეროვნული ბაღი დაიკეტება მიტილინი: 44 წლის კაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სასიკვდილოდ დაშავდა პატივს ვცემთ გმირულ აჯანყებას - კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გვირ... საბერძნეთი: როდიდან შემოაბიჯებს ზამთრის სუსხი ატმოსფეროში რომელი მეტროსადგურები დაიკეტება 17 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტრო სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს იანნის ლალას მკვლელობაში ბრალდებული 4 პირი დააკავეს
ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
საბერძნეთიმსოფლიო

კარლო აკუტისის დღეს ვატიკანი წმინდანად შერაცხავს

კარლო აკუტისის დღეს ვატიკანი წმინდანად შერაცხავს

იტალიელ მოზარდს, რომელიც 2006 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა, ვატიკანი დღეს წმინდანად შერაცხავს.

ცერემონია, რომის პაპის ლეო XIV-ს გადაწყვეტილებით, წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება. 

აკუტისი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ის ჯერ კიდევ სიცოცხლეში გახდა ცნობილი და მას “ღმერთის ინფლუენსერად” მოიხსენიებდნენ.

მოზარდი ქმნიდა ვებსაიტებს სკოლის სამრევლოსთვის და შექმნა ონლაინ-პორტალი ქრისტიანულ სასწაულებზე.

კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, წმინდანად შერაცხვისთვის აუცილებელია მინიმუმ ორი სასწაულის აღიარება, რომელიც კანდიდატის სახელს უკავშირდება.

პირველი შემთხვევა, რომელსაც მოზარდის სასწაულს მიაწერენ, 2013 წელს, ბრაზილიაში მოხდა – პანკრეასის დაავადების მქონე ბავშვი განიკურნა მას შემდეგ, რაც მისი გადარჩენისთვის ახლობლებმა აკუტისის სახელზე ილოცეს.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 2022 წელს, იტალიაში, 21 წლის კოსტარიკელმა ქალმა, ველოსიპედიდან ვარდნის შედეგად თავის მძიმე ტრავმა მიიღო. თუმცა, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მას შემდეგ, რაც დედამისმა აკუტისის საფლავზე ილოცა, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მან იმავე დღეს, დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, ხელოვნური აპარატის გარეშე. ათი დღის შემდეგ კი საავადმყოფოდან გაწერეს.

სწორედ ეს ორი შემთხვევა სცნო ვატიკანმა სასწაულად, რაც მოზარდის წმინდანად შერაცხვის საფუძველი გახდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *