კარნავალზე ოთხი ახალგაზრდა ბიტით სცემეს
კარნავალზე ოთხი ახალგაზრდა ბიტით სცემეს
კვირას საღამოს, ხალკიდიკში, კარნავალზე 15 ადამიანმა ოთხი ახალგაზრდა გაურკვეველი მიზეზის გამო ბიტით სცემა.
დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდათ და ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშიც კი დაიტოვეს შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად.
ორი 28 წლის, ერთი 23 წლის და ერთი 27 წლის დაზარალებული თავდასხმის მიზეზებს არ ასახელებს. ცნობილია რომ ერთ-ერთი მათგანი ნაცემია ბიტით, ხოლო დანარჩენ სამს კი შიშველი ხელებით გაუსწორდნენ.
მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეების დასაკავებლად.
Facebook Comments Box