კარპენისი: კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით ათენის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტიდან საავადმყოფოში 30 სტუდენტი გადაიყვანეს
კარპენისი: კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით ათენის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტიდან საავადმყოფოში 30 სტუდენტი გადაიყვანეს
ფაღარათით, პირღებინებითა და ცხელებით გადაიყვანეს საავადმყოფოში ათენის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის 30 სტუდენტი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სტუდენტები კარპენისში სემინარზე იყვნენ ჩასულები და შესვენებაზე ტავერნაში ერთად ისადილეს. ოთხშაბათს ღამით კი სტუდენტების უმეტეესობას ერთად დაეწყო კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომები.
ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში მხოლოდ 5 სტუნდეტი იმყოფება, დანარჩენი 25 უკვე გამოწერეს და სახლში გააგრძელებენ მკურნალობას.
სემინარზე 50 სტუდენტი იყო ჩასული და 50 სტუდენტიდან 30 სტუდენს ძლიერი კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებოდათ.
Facebook Comments Box