Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კასელაკისი ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს თავის ბებასა და ბაბუაზე

კასელაკისი ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს თავის ბებასა და ბაბუაზე

ხუთშაბათს პოლიტიკური პარტია სირიზა-ს პრეზიდენტი სტეფანოს კასელაკისი ხანიას ესტუმრა. 

როგორც ის თავის ინსტაგრამ გვერდზე წერს, ხანიაში მისი ბება და ბაბუა, სტელიოსი და ალექსანდრა ცხოვრობდნენ. “ეს არის ის ადგილი, სადაც ჩემმა ოჯახმა და ზოგადად კრიტიდან წამოსული ოჯახების უმეტესობამ დაღვარა სისხლი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

სირიზას პრეზიდენტმა მოინახულა თავისი წინაპრების საფლავი სოფელ სკინესში. “ბაბუას გაცნობა ვერ მოვასწარი. რადგან წნევამ დაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ მას ერთი წლის განმავლობაში ჩემი ბებია, ალექსანდრა თავდაუზოგავად უვლიდა, ჩემს დაბადებამდე ერთი თვით ადრე დაიღუპა. ჩემი ბებია ზუსტად ასევე ზრუნავდა ჩემზეც”.

“იავნანას მიმღეროდა, მიკითხავდა ზღაპრებს. ერთად ვატარებდით დროს ზამთარში ათენში, ხოლო ზაფხულში ხანიაში. სახლში მუდამ გემრიელი საჭმელის სუნი ტრიალებდა. მისი უკანასკნელი სიტყვები თილისმასავით მაქვს შენახული”.

“ერთადერთი არჩევანი რასაც ვაკეთებთ არის ის, თუ როგორი ადამიანები გვინდა რომ ვიყოთ. და მე, ყოველდღე ვირჩევ განვითარებას, ვირჩევ თანამემამულეების გვერდში დგომას. ყოველდღე ვირჩევ გზას, რომელსაც ბებია ალექსანდრა აირჩევდა” – განაცხადა სირიზა-ს პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *