Latest news
ახალი გაფრთხილება ძლიერი წვიმების გამო - ქალაქის დატბორვის საფრთხე ნეა მაკრი: მოსწავლეებმა მოხუცებულის სიცოცხლე გადაარჩინეს ვინ არის ქალი, რომლის სიცოცხლეც ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა იმსხვერპლა საგანგებო განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ანო გლიფადა: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მეზობლები ცდილობდნენ 56 წლის ქალის გადარჩენას, რომელ... გლიფადას მერი: ჩვენ აქამდე არასდროს გვქონია მსგავსი გამოცდილება  ცენტრალურ მაკედონიაში ავტომანქანები მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდებიან ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უამინდობის ფენომენი: სატრანსპორტო სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
საბერძნეთიUncategorized

კასტორია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 წლის ბიჭისა და გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა

კასტორია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 წლის ბიჭისა და გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა

კასტორია-ამინდეუს მუნიციპალურ გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 წლის ბიჭისა და გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა.

უბედური შემთხვევა დილის 06:00 საათზე მოხდა, ავტომობილი, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და მიწის ნაკვეთზე ამოტრიალდა.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია გამოძიებიეთვის, თუმცა ასფალტს ეტყობა მუხრუჭის კვალი. ივარაუდება, რომ 16 წლის ბიჭმა სცადა მანქანის გაჩერება საბედისწერო შეჯახებამდე.

ახალგაზრდების ავტომანქანიდან გადმოსაყვანად 5 მეხანძრის ჩარევა გახდა საჭირო.

სამწუხაროდ ორივე ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვნებს მშობლები გასული ღამიდან ეძებდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ შეძლეს მანქანის გასაღებისა და მანქანის მოპარვა ისე, რომ ზრდასრულების ყურადღება არ მიიპყრეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *