კასტორია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
კასტორია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
შაბათს გვიან ღამით ორი ავტომობილი ერთმანეთს დისპილიუ-ამბელოკიპონის გზაჯვარედინზე შეეჯახა. შეჯახების შედეგად 4 მგზავრი დაშავდა.
უბედური შემთხვევა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო მოხდა შაბათს დაახლოვებით 21:00 საათზე.
ერთ-ერთი მანქანით გადაადგილდებოდა მძღოლი, მისი მეუღლე და მათი თვეების შვილი. გავრცელებული იმფორმაციის თანახმად ჩვილ ბავშვს ტრავმები არ აღენიშნება.
მგზავრების მანქანიდან გადმოსაყვანად საჭირო გახდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ჩარევა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კასტორიაში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box