კატარის შეიხი კუნძულ სკიათოსზე ისვენებს
კატარის შეიხი კუნძულ სკიათოსზე ისვენებს
შეიხი ჰამად ბინ იასიმ ბინ იაბერ ალ თანი კუნძულ სკიათოს მერს, თოდორის ჯუმას შეხვდა. შეხვედრა შეიხის იახტაზე შედგა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იახტა კუკუნარის ყურეში იმყოფება.
“სკიათო სამოთხეა დედამიწაზე, გაუფრთხილდით კუნძულის ბუნებას, სწორედ ეს უნიკალური ბუნება გვიზიდავს დამსვენებლებს..” – მიუგო შეიხმა სკიათოს მერს.
სკიათოს მერმა ფეისბუკის პირად გვერდზე შეიხთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და პოსტის აღწერაში განაცხადა: “კატარის შეიხი ჯამად ბინ იასიმ ბინ იაბერ ბინ მოჰამედ ბინ თანი ალ თანი კიდევ ერთხელ ესტუმრა სკიანთოს! შეიხი 2005 წლიდან ირჩევს სკიანთოს დასასვენებლად.”
Facebook Comments Box