კაცი, რომელიც რიუ-ანდირიუს ხიდიდან გადახტა, საავადმყოფოში გადაიყვანეს
კაცი, რომელიც რიუ-ანდირიუს ხიდიდან გადახტა, საავადმყოფოში გადაიყვანეს
პარასკევს, შუადღის 14:00 საათზე რიუ ანდირიუს ხიდს მოტოციკლით მიუახლოვდა კაცი, რომელსაც როგორც მოგვიანებით დადგინდა თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული.
tempo24.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებული ირანის მოქალაქეა და ის ხიდზე პოლიციელებმა შენიშნეს.
როდესაც პოლიციელებმა მისი საპატრულო მანქანაში ჩასმა სცადეს თანამშრომლებს ხელიდან დაუსხლტა და ზღვაში გადახტა.
ირანის მოქალაქე გადარჩა, წყლიდან გემის დახმარებით ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადების თანახმად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box