კეა: კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის შემთხვევა – დაკავებულია 51 წლის კაცი
კეა: კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის შემთხვევა – დაკავებულია 51 წლის კაცი
მკვლელობის მცდელობისთვის, ოჯახური ძალადობისთვის და საფრთხის შემცველი მართვისთვის დააკავეს 51 წლის კაცი კეაზე.
ბრალდებული საპირისპირო ზოლზე მართვის მოწმობის გარეშე გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა სანომრო ნიშნების გარეშე ავტომანქანას დაახლოვებით 2 საათის განმავლობაში. როდესაც საგზაო პოლიციამ მას გაჩერებისკენ მოუწოდა, ავტომობილის მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა და სახლისკენ გაემართა.
დამნაშავე სახლში ორშაბათს დილამდე იყო ჩაკეტილი და სამართალ დამცავი ორგანოებისგან იმალებოდა, თუმცა პოლიციამ მას მაშინ მიაგნო, როცა მამამ პოლიციაში დარეკა და შველა სთხოვა.
ბოროტმოქმედი პოლიციელებს დანით ემუქრებოდა. მისი დაკავების ოპერაციამ 1 საათს გასტანა.
Facebook Comments Box