Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთიUncategorized

კერაცინი: ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შუქნიშანს შეეჯახა

კერაცინი: ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შუქნიშანს შეეჯახა

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა კვირას გამთენიისას დიმოკრატიას გამზირზე, კერაცინში.

საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამთენიის 04:45 საათზე გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შუქნიშანს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად მძღოლი ავტომანქანაში ჩაიკეტა და მის გადმოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

დაშავებულის ავტომანქანიდან გადმოსაყვანად 4 მეხანძრე 2 სახანძრო მანქანით მუშაობდა. 

ავტომანქანის მძღოლს აღენიშნება მრავალგზის მოტეხილობები და ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *