კერკირა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ბიჭი დაშავდა
კერკირა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ბიჭი დაშავდა
შაბათს ღამით კერკირაზე, პონდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაი შემთხვევის შედეგად 23 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა, რომლითაც 2 პირი გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
დაშავებულების მანქანიდან გადმოსაყვანად სახანძრო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.
დაშავებული ავტომანქანის მძღოლია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თანამგზავრი მსუბუქად არის დაშავებული. მისთვის მხოლოდ პრევენციული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო.
Facebook Comments Box