კერკირა: სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით – წერს 24 წლის ბრიტანელი ტურისტი, რომელიც კვადროციკლით ავარიაში მოყვა
კერკირა: სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით – წერს 24 წლის ბრიტანელი ტურისტი, რომელიც კვადროციკლით ავარიაში მოყვა
24 წლის გოგონა ბრიტანეთიდან, რომელიც კუნძულ კერკირაზე მის საუკეთესო მეგობართან ერთად დასასვენებლად და მისი დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა, ყვება ავარიის დეტალებს, თუ როგორ გადავარდნენ კვადროციკლით ხევში და გადაურჩნენ სიკვდილს სასწაულებრივად.
ტურისტის განცხადების თანახმად ყველაფერი კვადროციკლის ქირაობიდან 2 საათში მოხდა: “სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს. 30 კმ. საათში სიჩქარით მივდიოდით. კვადროციკლს მე ვმართავდი, უკან კი ჩემი მეგობარი იჯდა. გზაზე მანქანებიც მოძრაობდნენ და ამიტომ საკმაოდ ნელა მივდიოდით. უეცრად გზის სავალი ნაწილიდან გადავედით და ხევში გადავვარდით. ვიფიქრე რომ მოვკვდებოდით. ყველაფერმა თვალწინ ჩამირბინა. დარწმუნებული ვარ რომ უკანასკნელად დავჯექი კვადროციკლზე. არ მეშინოდა, რადგან სხვა დროსაც მიტარებია და გამოცდილება მქონდა და ასევე მჯეროდა, რომ უსაფრთხო იყო ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, მაგრამ შევცდი.. არავის ვურჩევ გადაადგილების ამ საშუალებას. სასიკვდილო მახეებია გზებზე დაგებული მათთვის კვადროციკლით გადაადგილდებიან. თამამამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩაფხუტმა იხსნა ჩემი სიცოცხლე.” – აცხადებს 24 წლის ტურისტი.