კვიპროსზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა
კვიპროსზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 21 წლის გოგონამ სოფელი ცაკილეროდან, რომლის სიცოცხლეც დღეს გამთენიისას მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა ლარნაკას აეროპორტთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 21 წლის გოგონამ საჭეზე უეცრად კონტროლი დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ტროტუარზე ავარდა, ხოლო შემდეგ კი გზის გამყოფ კუნძულზე გადაიარა და საპირისპირო მიმართულებით მომავალ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც 25 წლის მძღოლი მართავდა.
დაშავებული გოგონა ლარნაკას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო ყოველგვარი სამედიცინო ჩარევა.
საავადმყოფოშია 25 წლის მძღოლიც, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონას არ ეკეთა ღვედი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 25 წლის მძღოლს ჩაუტარდა ნარკოტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა.