კვიპროსზე ძველ, მიტოვებულ სასტუმროში დამალული ხელყუმბარები აღმოაჩინეს
კვიპროსზე, რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ძველ, მიტოვებულ სამსართულიან სასტუმრო “ვასილიკოში”, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს, სამუშაოების შესრულების დროს მუშებმა ხელყუმბარები იპოვეს.
ჯგუფმა, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა ხელყუმბარები ძველი კამოდის უჯრაში ჩალაგებული იპოვა და სასწრაფოდ პოლიციას აცნობა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა ტრიფილიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შენობის ევაკუაცია მოახდინეს, ტერიტორია შემოსაზღვრეს და სამხედრო ექსპერტები გამოიძახეს. გამოძიება ჩაატარეს ფეთქებადი სახმელეთო ნაღმების განადგურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
პიროტექნიკოსთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს არის ძველი სტილის ყუმბარები, რომლებიც, სავარაუდოდ, უცნობმა პირმა სასტუმროს დახურვის შემდეგ გადმოტვირთა.
აღმოჩენილი ფეთქებადი მასალა სამხედრო ბანაკში, უსაფრთხო ადგილზე იქნა გადატანილი სადაც მათი კონტროლირებადი განეიტრალება მოხდება.