კვიპროსი: სკოლის მოსწავლის მამამ სკოლის ფანჯრები უსასყიდლოდ გაწმინდა
კვიპროსი: სკოლის მოსწავლის მამამ სკოლის ფანჯრები უსასყიდლოდ გაწმინდა
სოც.მედიას ვირუსულად მოედო პატარა გოგონას მამის ფოტოსურათები, რომელიც სკოლის ფანჯრებს წმენდს.
პალურიოტისსას სკოლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად როდესაც მასწავლებლები საუბრობდნენ სკოლის ფანჯრების გაწმენდის საჭიროებასთან დაკავშირებით გოგონამ თვითონ შესთავაზა ხელმძღვანელობას, რომ მამას შეეძლო სკოლას დახმარებოდა, რადგან ის ოჯახს სწორედ ამ საქმით არჩენს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონას ოჯახი წლების წინ ჩავიდა კვიპროსზე.
როდესაც გოგონას მამა სკოლაში მივიდა და ჰკითხეს რა თანხებთან იყო დაკავშირებული გაწეული მომსახურება მან ყოველგვარ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა: “ეს ჩემი შვილის სკოლაა და ამას ვაკეთებ ბავშვებისთვის და არა ანაზღაურებისთვის.” – უპასუხა მასწავლებლებს გატეხილი ბერძნულით, მაგრამ ყველასთვის მკაფიოდ გასაგებად.