კვირას, 22 დეკემბერს სუპერ-მარკეტები და მაღაზიები ღია იქნება
კვირას, 22 დეკემბერს სუპერ-მარკეტები და მაღაზიები ღია იქნება
კვირას 22 დეკემბერს დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებენ როგორც სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ასევე სუპერ-მარკეტებიც, რათა საბერძნეთის მოსახლეობამ შეძლოს საშობაოდ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენა.
სადღესასწაულო განრიგი მოქმედებაში 12 დეკემბრიდან შევიდა და ძალაში იქნება წლის ბოლომდე.
უფრო კონკრეტულად კი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებენ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, ხოლო კვირა დღეებში კი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება 25 და 26 დეკემბერი, რაც საყოველთაო დასვენების დღეებად ითვლება.
შეგახსენებთ რომ საშობაოდ 15, 22 და 29 დეკემბერს, კვირა დღეებში ჩვეულ რეჟიმში იქნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ღია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.