Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

კვირიდან ამინდი იცვლება – სად გაუარესდება ამინდი საგრძნობლად 

კვირიდან ამინდი იცვლება – სად გაუარესდება ამინდი საგრძნობლად 

საბერძნეთის მოსახლეობა საზაფხულო ამინდებით ტკბობას 29 სექტემბრამდე შეძლებს. კვირიდან კი ტემპერატურა რადიკალურად შეიცვლება. ატმოსფეროში ცივი ჰაერის მასების შემოჭრის შედეგად ამინდი საგრძნობლად გაუარესდება და შესაბამისად ტემპერატურაც იკლებს.

კლეარხოს მარუსაკისმა ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: “კვირას შუადღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით საზაფხულო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო შუადღის საათების შემდეგ ატმოსფეროში ცივი ჰაერის მასების შემოსვლის შედეგად ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს და ამინდი გაუარესდება. საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში ამინდი სეზონისთვის შეუსაბამოდ ცივიც კი იქნება.”
ორშაბათიდან ტემპერატურა 32-33 გრადუსიდან 24-26 გრადუსამდე იკლებს. დაუბერავენ 7-8 ბოფორის სიმძლავრის ქარები. არ არის გამორიცხული ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ვიხილოთ წვიმა, ქარიშხალი და სეტყვაც კი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *