კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე ეგეოსის ზღვაში
კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე ეგეოსის ზღვაში
გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო მეგობრებთან ერთად საბანაოდ წასულმა 38 წლის მოტოციკლეტისტმა წყალში გონება დაკარგა და დაიხრჩო.
მაშინ როცა მეგობრებმა ლამბის უმოძრაო მდგომარეობაში მოტივტივე სხეული შენიშნეს წყალში მაშველებს უხმეს დასახმარებლად. დაუყოვნებლივ შევიდნენ წყალში როგორც მაშველები, ასევე ექთანიც, რომელიც იმ დროს სანაპიროზე იმყოფებოდა, მაგრამ 1 საათიანი მცდელობისდა მიუხედავად ახალგაზრდას გონს მოყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა.
მეგობრებმა არამხოლოდ მაშველებს, არამედ სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც უხმეს დასახმარებლად, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.
გარდაცვლილი 38 წლის მოტოციკლეტისტია არიდეადან, რომელმაც მაყურებელს თავი მოტოციკლეტებით დაყვიწყარი მოგზაურობების სოც.მედიაში გაზიარებით დაამახსოვრა და შეაყვარა.
დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან Greek Adventure Riders-ის გუნდის წევრები მეგობარს: “საათობით შემიძლია ვწერო მასზე და მოვყვე თუ რა არ გადაგვიტანია ერთად. თავგადასავლებით, ნერვიულობით თუ ბედნიერი მომენტებით სავსე მოგზაურობები. ველოდებოდი, რომ კიდევ დიდხანს შევძლებდით ერთად მსგავსი გამოცდილებების გაზიარებას, მაგრამ ვერ მოვასწარით. ძალიან ადრე დაგვტოვა. ამიერიდან მოგზაურობისას გვერდით არ გვეყოლები, მაგრამ ჩვენს გულებში აუცილებლად იქნები.”
