კიდევ ერთი ემიგრანტებით დატვირთული გემი ჩაიძირა სამოზე
კიდევ ერთი ემიგრანტებით დატვირთული გემი ჩაიძირა სამოზე
კვირას დილით კუნძულ სამოზე სანაპირო სამაშველო ჯგუფმა ნახევრად ჩაძირული გემიდან 25 მგზავრი გადაარჩინა. თუმცა არც ამჯერად ჩაუვლია უბედურ შემთხვევას უმსხვერპლოდ. გაუმართავი გემით საზღვარზე ემიგრანტების გადმოყვანის მცდელობისას ჩაძირულ გემს ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ემსხვერპლა.
გადარჩენილი 25 მგზავრი ამჟამად პორტშია გადაყვანილი და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ცნობილია, რომ გემზე კიდევ 14 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 10-მა დამოუკიდებლად შეძლო თავის გადარჩენა, ხოლო 4 მგზავრს ამ დრომდე ეძებს სამაშველო-სანაპირო სამსახური.
Facebook Comments Box