Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი – კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე

კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი – კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე

მენიდში, ხუთშაბათს დილით, შუა ქუჩაში, მოკლული ქალი იპოვეს, რომელსაც მუცლის არეში დანით აქვს ერთი ჭრილობა მიყენებული. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოკლულ ქალს წარსულში სამჯერ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის და საჩივარი ჰქონდა დაწერილი მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობისთვის.

პირველი საჩივარი მან 2013 წლის 3 აპრილს შეიტანა, რის საფუძველზეც დააკავეს დამნაშავე და პროკურატურაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მოძალადის წინააღმდეგ გაიცა შემაკავებელი ორდერი და მას აეკრძალა მსხვერპლთან ერთად ცხოვრება.

მეორე საჩივარი 2022 წლის 18 სექტემბერს ფიქსირდება. ძალადობის მსხვერპლი ახლა უკვე საჩივარს წერს მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. ბრალდებული ისევ კავდება და გადაჰყავთ პროკურატურაში დაკითხვაზე. 

ბოლო, რიგით მესამე საჩივარი კი 2024 წლის 7 მაისს ფიქსირდება. ისევ ოჯახური ძალადობისთვის, მუქარა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოძალადე ისევ დააკავეს და მისი სასამართლო პროცესი 2024 წლის 17 მაისს ჩატარდა.

40 წლის ქალბატონისთვის გაიცა სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ბრძანება. მას მიეცა ყველანაირი ინფორმაცია, მითითებები და ბეჭდური მასალა, რათა, სურვილის შემთხვევაში, მიეღო საჭირო მორალური და მატერიალური დახმარება კომპეტენტური ორგანოებისგან. 

მის ტელეფონზე დამონტაჟდა პროგრამა “Panic Button” და შეეძლო საჭიროების შემთხვევაში, მარტივი მოქმედებით გამოეძახებინა პირდაპირ პოლიცია.

მკვლელობის შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა ძებნაში გადასცეს ეჭვმიტანილი, გარდაცვლილი ქალის ყოფილი მეუღლე, თუმცა მის კვალზე პოლიცია ჯერ ვერ გავიდა. 

მენიდის იმ უბანში მაცხოვრებელი, სადაც 40 წლის ქალმა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა,  მომხდარზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისმა კლიენტმა გაიგო თუ როგორ ითხოვდა შველას მსხვერპლი და როგორ გამოიძახა პოლიცია: “მაღაზიას ყოველ დილით 05:10 საათზე ვაღებ. იმ დღეს ყავას ვსვამდი, როცა ჩემი ერთ-ერთი კლიენტი შემოვიდა და მთხოვა კარი დამეკეტა და მითხრა, რომ არ გამეღო კარი, რადგან მაღაზიასთან ახლოს ვიღაც გოგო მოკლეს. მე ეგრევე პოლიციაში დავრეკე, რადგან შემეშინდა. კლიენტმა მითხრა, რომ გოგონა შველას ითხოვდა, მან კი პოლიციას დაურეკა.: 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *