კიდევ ერთი ტრაგედია და 2 დაკარგული სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
კიდევ ერთი ტრაგედია და 2 დაკარგული სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
სრულიად ეტოლოაკარნანიას მოსახლეობა შეძრა 21 წლის სპიროსის და 22 წლის იანნის გარდაცვალებამ, რომელთა სიცოცხლეც შაბათს გამთენიისას სტამნაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ავტომანქანა, რომელსაც 21 წლის სპიროსი მართავდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად სპიროს მასუტისი და იანნის ბუროსი ადგილზევე დაიღუპნენ.
ბიჭები წარმოშობით კეფალოვრისოდან და სტამნადან იყვნენ.
Facebook Comments Box