კიდევ ერთი ძალადობის შემთხვევა მოსწავლეებს შორის – 12 წლის მოსწავლემ კბილი დაკარგა
კიდევ ერთი ძალადობის შემთხვევა მოსწავლეებს შორის – 12 წლის მოსწავლემ კბილი დაკარგა
გუშინ, 24 აპრილს, 12 წლის სკოლის მოსწავლეს მისი თანატოლი თავს დაესხა.
შემთხვევა ლამიაში მოხდა. მაშინ, როცა თანაკლასელები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის უცნობი მიზეზის გამო არასრულწლოვანი მოძალადე თავს დაესხა მის თანატოლს და სახეში მუშტების რტყმა დაუწყო, რის შედეგადაც დაშავებულმა ერთი კბილი დაკარგა.
დაშავებულ მოსწავლეს სახეზე ნახეთქები აქვს.
მან მამამისთან ერთად სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
Facebook Comments Box