კიდევ ერთხელ გათხოვებაზე ფიქრით დიდად არ ვიწუხებ თავს – მარიადა პიერიდი
კიდევ ერთხელ გათხოვებაზე ფიქრით დიდად არ ვიწუხებ თავს – მარიადა პიერიდი
მარიადა პიერიდიმ ისაუბრა პირად ურთიერთობაზე და თავის შვილზე, ნიკოლაზე.
მომღერალი ტელეკამერებმა ერთ-ერთ გამოფენაზე დააფიქსირეს. «Happy Day»-სთან საუბრისას შეკითხვაზე, თუ აპირებდა კიდევ ერთხელ გათხოვებას, განაცხადა: “არ მსურს საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ჩემი შემდეგი ნაბიჯები მომავალში, ამ ეტაპზე ამ ყველაფერზე ფიქრით დიდად თავს არ ვიწუხებ. პირველ რიგში ჩემმა შვილმა მინდა იგრძნოს თავი კარგად. თუ ის თავს კარგად გრძნობს ჩემზეც დადებითად აისახება ეს. რაც შეეხება ჩემი ცხოვრების დანარჩენ ასპექტებს ვცდილობ დრო ლამაზად გავატარო და შევავსო ჩემი ცხოვრება ღირებული მომენტებით და კარგი ადამიანებით. ჩემი პარტნიორი იცნობს ჩემს შვილს. მასაც ყავს ზუსტად ნიკოლასის ტოლი ვაჟი, შესაბამისად ყველა ერთად ვატარებთ ხოლმე დროს.”