Latest news
ორესტის ძიოვას: ვიზუალური მხარე ხშირად მიშლიდა ხელს კარიერულ განვითარებაში  პატრა: კაცმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში უმოწყალოდ სცემა ლარისა: 77 წლის კაცი კიბიდან ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა კრეტა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აღრინიო: მშობლებმა 27 წლის გოგო სახლში საწოლზე მიბმული დატოვეს საბერძეთი: კვირიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს - სად არის მოსალოდნელი წვიმიანი ამინდი მომღერალმა ელეონორა ზუღანელიმ 60 კილო დაიკლო იოანნა ტუნი მაიამიში მოგზაურობს სალონიკი: პოლიციამ 49 წლის კაცი დააკავა, რომელმაც პოლიციელს ჯერ ხელი დაარტყა შემდეგ კი უკბინა ტურისტები ზაკინთოს ნავაგიოს სანაპიროზე არსებული გემის ხილვას ისევ შეძლებენ
შაბათი, ნოემბერი 9, 2024
Uncategorizedსაბერძნეთი

კიპარისია: სატვირთო მანქანის მძღოლი, რომლის მიერ გამოწვეულმა ავარიამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამართლებრივი შეზღუდვების შეფარდებით გაათავისუფლეს

კიპარისია: სატვირთო მანქანის მძღოლი, რომლის მიერ გამოწვეულმა ავარიამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამართლებრივი შეზღუდვების შეფარდებით გაათავისუფლეს
39 წლის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომლის მიერ გამოწვეულმა ავარიამაც 4 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვა, გამომძიებლისა და პროკურორის საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე დროებით გაანთავისუფლეს.
ბრალდებული საკუთარ სახლში, ზახაროში დაკითხეს, რადგან ავარიის შედეგად მიყენებული ფიზიკური დაზიანებების გამო გადაადგილება არ შეუძლია.
ბრალდებული გაათავისუფლეს სამართლებრივი შეზღუდვების შეფარდებით. ეკრძალება ქვეყნის დატოვება, ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და აეკრძალება ნებისმიერი სახის მართვის მოწმობის ასაღებად განაცხადის შეტანა.
სატვირთო მანქანის მძღოლი თვეში სამჯერ უნდა გამოცხადდეს პოლიციის შენობაში, რათა დაამტკიცოს, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ავარიის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, რომელთა შორისაც 2 იყო არასრულწლოვანი და დაშავდა 5 მგზავრი.
სატვირთო მანქანის მძღოლი უარს აცხადებს ნებისმიერი საჯარო სახის განცხადების გაკეთებაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *