Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთიკრიმინალი

კირიაკის მკვლელობის დღეს თან ჰქონდა წერილი, რომელიც მკვლელმა მისწერა.

კირიაკის მკვლელობის დღეს თან ჰქონდა წერილი, რომელიც მკვლელმა მისწერა.

“რატომ მატყუებ? რატომ არ გინდივარ? ძალიან გთხოვ დაფიქრდი!” – წერდა 39 წლის მკვლელი რვა ფურცლიან წერილში, რომელიც კირიაკისთვის ჰქონდა გაგზავნილი. 

8 ფურცლიანი წერილი, რომელიც მკვლელმა მსხვერპლს მიწერა ტელეკომპანია Star-მა გაასაჯაროვა. 39 წლის მამაკაცი წერილში წერდა რომ აქვს ბიპოლარული აშლილობა შიზოფრენიის ნიშნებით და ცდილობდა მსხვერპლის დარწმუნებას, რომ გაეგრძელებინა მასთან ურთიერთობა. 

“რატომ მატყუებ და მეუბნები რომ პ…..სთან ერთად გადიხარ? ძალიან გთხოვ დაფიქრდი ცოტა.. ყველაფერი მქონდა შენთვის ნათქვამი.. მთავარია ერთად ვიყოთ კარგად.. მაგრამ სულ რაღაც ხდებოდა.. და გამომდინარე იქიდან რომ მეც სისულელეებს ვაკეთებდი და მერე ჩემში ვიტოვებდი ამ ყველაფერს.. და ეს დაგროვილი ემოცია ყელში მასხავდა ბოლოს ყველაფერი ერთად სკდებოდა და ამიტომ ვაფუჭებდი ყველაფერს..” – წერს წერილში.

“ბევრი რამ გადავიტანეთ და ბევრი შეცდომა დავუშვი.. მაგრამ მე არასდროს მომიტყუებიხარ.. გითხარი ეს ვარ რაც ვარ.. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ საუკეთესო გავხდე შენთვის, მაგრამ ვერ შევძლებდი სათითაოდ გამომესწორებინა ყველაფერი იმისთვის რომ ისე ვყოფილიყავით როგორც საჭიროა”…

ეს წერილი დათარიღებული არ არის. როგორც ცნობილია კირიაკის ეს წერილი თან ქონდა მაშინ, როცა პოლიციაში საჩივრის დასაწერად მივიდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *