Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

კირიაკოს მიცოტაკი: ძალან მალე მოქალაქეები იხილავენ ელინიკოში განხორციელებული პროექტების ხელშესახებ შედეგებს

პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკი დღეს (3/10), სამშაბათს, ელინიკოში იმყოფებოდა, რათა ახლოდან დაეთვალიერებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გამაჯანსაღებელი პანსიონის პირველი კორპუსის განახლებული შენობა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არსებითი და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომ ელინიკოში,  ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლებული ობიექტი განკუთვნილია იმ თანამოქალაქეებისთვის, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფო ზრუნვა.

” რეკონსტრუქციის მთლიანი პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და უკვე დასრულების ფაზაში იმყოფება,”- დასძინა პრემიერმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები ძალიან მალე იხილავენ ამ დიდი ძალისხმევის ხელშესახებ შედეგებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ეჭვქვეშ აყენებდა ხელისუფლების უნარს, დაეძლია ის პრობლემები, რომელიც წინა ხელისუფლებისგან  მემკვიდრეობით მიიღო.

” ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია გადავლახოთ ყველაზე დიდი დაბრკოლებებიც კი და წამოვიწყოთ განვითარების მსხვილი პროექტი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მწვანე სივრცეებს და გადაიქცევა განვითარების, კულტურული და ტექნოლოგიური ინოვაციების პოლუსად.

იხილეთ ფოტოები ელინიკოში შშმ პირთა პანსიონის განახლებული შენობიდან.

 

 

kentro-frontidas-amea-16

 

kentro-frontidas-amea-15

 

kentro-frontidas-amea-14

 

kentro-frontidas-amea-12

 

kentro-frontidas-amea-11

 

kentro-frontidas-amea-9

 

kentro-frontidas-amea-3

 

kentro-frontidas-amea-5

 

kentro-frontidas-amea-4

 

kentro-frontidas-amea-1

დღევანდელი სიახლე:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *