დაყაჩაღება კიფისიის რაიონში
დაყაჩაღება კიფისიის რაიონში
კიფისიაში დამნაშავეთა ჯგუფი არასრულწლოვან ახალგაზრდებს დაესხა თავს და 16 წლის მოზარდი გაძარცვა.
პარასკევს, ღამით დაჯგუფებამ, კიფისიაში არასრულწლოვანი სცემა და გაძარცვა. ორი კაპიუშონიანი პირი, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა, ახალგაზრდებს მოულოდნელად დაესხა თავს. შემთხვევა ღამის 10:30 საათზე მოხდა, როცა 16-17 წლის მოსწავლეები კეფალარიოს რაიონში მდებარე სკვერიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
დაზარალებულს უეცრად ჯიპმა გადაუღობა გზა. “საეჭვო” ავტომობილი ქსენიას ქუჩასთან გაჩერდა და იქიდან ორი ნიღაბაფარებული პირი გადმოვიდა, რომლებიც დაემუქრნენ მსხვერპლს და ცემის შემდეგ მობილური ტელეფონი და გარკვეული თანხა წაართვეს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ჯგუფი მიიმალა, ხოლო დაზარალებულებმა ყაჩაღობის შესახებ კიფისიის არაიონულ პოლიციას შეატყობინეს.
ხალგაზრდების აღწერით, შესაძლოა, თავდამსხმელთა შორის კიდევ ერთი პირი ყოფილიყო , რომელიც ყაჩაღობის დროს მანქანაში იმყოფებოდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.