კიფისოზე დილიდანვე კილომეტრიანი საცობებია
კიფისოზე დილიდანვე კილომეტრიანი საცობებია
კიფისოს გზაზე, კალიფტაკის ხიდთან მომხდარი შეჯახების გამო გადაადგილების დიდი პრობლემა შეიქმნა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად ხუთი მანქანა ერთმანეთს შეასკდა, რომელთაგანაც სამი ფურგუნი იყო ხოლო ორი სედანი. მიუხედავად იმისა, რომ შეჯახების მიზეზები უცნობია, შედეგი მალევე გახდა ხილვადი. კიფისოზე კილომეტრიანი საცობია და მანქანების რიგი ნეა კიფისიიდან იწყება და პერისტერამდე აღწევს.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევამდე, ისევ კიფისოზე ორი მოტოციკლი შეასკდა ერთმანეთს, რის შედეგადაც შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც აღინიშნებოდა გადაადგილების შეფერხება.
ამჟამინდელი საცობების მდგომარეობა ათენის ქუჩებში შესამოზმებლად გადადით ბმულზე
ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა პირეასკენ მიმავალ გზაზეც, ლენორმანის კვეთაზე, რამაც ათენის ამ ტერიტორიაზეც საცობები გამოიწვია.
გადაადგილების შეფერხება აღინიშნება ატიკი ოდოსზეც.
Καθυστερήσεις στο ρεύμα προς Ελευσίνα (Περιφ. Υμηττού)
5'-10΄ από κόμβο Πλακεντίας έως κόμβο Κηφισίας.
Καθυστερήσεις 5'-10΄ στις εξόδους για Λαμία (ρεύμα προς Αεροδρόμιο και προς Ελευσίνα). https://t.co/iOfS6ttU0q— Attiki Odos Traffic (@aodostraffic) May 15, 2024