კიფისოს გამზირის ორივე ნაკადში დილიდან საცობებია
კიფისოს გამზირის ორივე ნაკადში დილიდან საცობებია
დილიდან გადაადგილების მნიშვნელოვანი შეფერხება შეინიშნება ათენის ქუჩებში, კილომეტრიანი საცობებია კიფისოს გამზირის ორივე ნაკადში.
პატისიონზე გაუმართავი ავტომანქანის შუაგზაზე გაჩერების გამო ლამიასკენ მიმავალ გზაზე იერას ოდოსიდან ნეა ფილადელფიამდე დროებით მოძრაობა შეჩერდა.
დაბალი სიჩქარით გადაადგილდებიან ავტომანქანები პირეასკენ მიმავალ ნაკადში.
გადაადგილების შეფერხებაა ათინონის გამზირზე ხაიდარიდან ასპროპირღოსკენ მიმავალ ნაკადში და ატიკი ოდოსზე, სადაც ავტომანქანებს აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე 15-20 წუთით უწევთ საცობში დგომა.
Facebook Comments Box