კიფსელი: კაცი სუპერ-მარკეტში შეიჭრა და დანით ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა
კიფსელი: კაცი სუპერ-მარკეტში შეიჭრა და დანით ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა
საშინელებათა ფილმის სცენარს მოგვაგონებს კიფსელზე მდებარე ერთ-ერთ სუპერ-მარკეტში მომხდარი შემთხვევა, როცა ყველასთვის მოულოდნელად კაცმა ყელის არეში დანა დაირტყა.
კაცი აფექტურ მდგომარეობაში შევარდა მარკეტში და ხორცის პროდუქტების დახლს მიუახლოვდა. სწორედ ამ დახლიდან სწვდა დანას და მიიყენა თვითდაზიანებები.
შეშინებულმა თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
34 წლის კაცი ამჟამად საავადმყოფოში სამართალდამცავი ორგანოებისა და ექიმების ზედამხედველობის ქვეშ გადის მკურნალობას.
Facebook Comments Box
