კლიმატის ცვლილებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მისაღებად მუშაობა დაიწყო
კლიმატის ცვლილებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მისაღებად მუშაობა დაიწყო
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ტემპერატურა მოიმატებს, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ხანძრის გაჩენის რისკიც იმატებს. სწორედ ამიტომ კლიმატის ცვლილებისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, იანნის კეფალოიანისმა საბერძნეთის სახანძრო სამსახურთან, ათენის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის ოფიცრებთან და სხვა პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად დაიწყო მუშაობა ხანძარსაწინააღმდეგო გეგმაზე, რომელიც მაქსიმალურად მოახდენს ხანძრის პრევენციას სრულიად ქვეყნის მასშტაბით.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სრული მზადყოფნის გამოცხადება დღეიდან, მთელი ზაფხულის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და გარემო.
იანნის კეფალოიანისმა განაცხადა, რომ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ: “სამწუხაროდ არ გვაქვს სამომავლოდ არცერთი კარგი “სცენარი”, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ შეიძლება განვითარდეს. ეს კი იმიტომ, რომ კლიმატური ცვლილებები უკვე საკმაოდ რთული ფორმით გვევლინება და აღნიშნულ სტიქიებთან ბრძოლა ხშირად ადამიანების ძალებს სცდება.