Latest news
საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება წარმოადგენს თუ არა საფრთხეს საბერძნეთისთვის შობადობის კლება რომელ მანქანებს აეკრძალებათ გადაადგილება საბერძნეთში სასამართლომ ომონიის პოლიციის განყოფილებაში 19 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის განხილვა დაიწყო  პირეა: სამართალდამცავი ორგანოები 24 წლის გოგონას მე-7 სართულიდან გადმოვარდნის საქმეს იძიებენ სალონიკი: მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ყველაზე უცნარუ ნივთები აღიი ანარღირი: სავალალო პირობებში უწევდა 3 ბავშვს ცხოვრება მშობლებთან ერთად  პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა 24 წლის გოგონას პარტნიორი, რომელიც მე-7 სართულიდან ვარდნის შედეგად გა... ირაკლიო: სკოლაში სასწავლო პროცესი რწყილების გავრცელების გამო შეჩერდა 2 არასრულწლოვანი ელ.სკუტერით ფეხითმოსიარულეს შეეჯახა 
შაბათი, მაისი 16, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

კლიმატური ფენომენი “ელიასი” ვოლოსს არტყავს: დატბორილი ქუჩები და შენობები, შეტყობინება 112-დან გადაადგილების აკრძალვის შესახებ

მორიგმა კლიმატურმა ფენომენმა ყველაზე მეტად კვლავ ვოლოსს და მის შემოგარენს დაარტყა. 112-დან რეგიონის მოსახლეობისთვის გაგზავნილ გამაფრთხილებელ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ პოლიციის გადაწყვეტილებით, საშიში ამინდის ფენომენის განვითარების გამო აკრძალულია მოძრაობა ქალაქ ვოლოსში, ასევე შეჩერებულია საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება  მაგნისიის ნებისმიერი მიმართულებით.

ვოლოსში და მის გარეუბნებში დაიტბორა გზები, სარდაფები, სახლები და სავაჭრო ობიექტები. დაიტბორა ათენის, ლამბრაკის და ლარისას გამზირები, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიებზე და საგზაო კვანძებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე შეჩერებულია.

ვოლოსის აგრიაში, სანაპირო გამზირზე წყალის დონემ 30 სანტიმეტრს გადააჭარბა მიუხედავად იმისა, რომ  ეკიპაჟები უწყვეტად მუშაობენ და გაყავთ წყალსადინარები რათა ნაკადებმა შეუფერხებლად იდინოს და არ შეგუბდეს.

ვოლოსის ზემოთ, პელიონში, ინტენსიურად წვიმს, რასაც თან ახლავს ინტენსიური ელვა. წყლის ძლიერი ნაკადები ყველაფერს წაშლით ემუქრება.

ვოლოსის მუნიციპალიტეტი თავის საგანგებო განცხადებაში მოუწოდებს მოსახლეობას დარჩნენ სახლებში და აღნიშნავს, რომ ახალი უამინდობის ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდა, რომელიც გავლენას ახდენს ქალაქზე.

“პოლიციამ უკვე აკრძალა მანქანების მოძრაობა, მოვუწოდებთ მოქალაქეებს ითანამშრომლონ და დაიცვან ხელისუფლების მითითებები. არ იმოძრაოთ, პირველ რიგში, საკუთარი უსაფრთხოებისთვის და შემდეგ იმ ეკიპაჟების მუშაობის გასაადვილებლად, რომლებიც ნამდვილ ტიტანურ ბრძოლას აწარმოებენ“.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *