კოზანი: კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის შემთხვევა
კოზანი: კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის შემთხვევა
ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა კოზანში, კერძოდ კასლაში 20 თებერვალს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 31 წლის ქალი პარტნიორს ბასრი იარაღით დაესხა თავს და ხელის არეში მიაყენა ჭრილობა. თავდასხმის შემთხვევა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაფიქსირდა.
ექიმებმა საავადმყოფოში აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულზე მრავალგზის ძალადობის კვალი აღენიშებოდა.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ქალი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადის, რადგან მას ბრალი მკვლელობის მცდელობაშ ედება.
ხოლო მისი პარტნიორი კი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და ბრალი ოჯახურ ძალადობასა და ფიზიკური დაზიანებების მიყენებაში ედება.
Facebook Comments Box