კოზანი: პოლიციამ 20 წლის ბიჭი მის 17 წლის მეგობარ გოგონაზე ძალადობისთვის დააკავა
კოზანი: პოლიციამ 20 წლის ბიჭი მის 17 წლის მეგობარ გოგონაზე ძალადობისთვის დააკავა
შაბათს საღამოს კოზანში პოლიციამ 20 წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც ბრალი მის 17 წლის მეგობარ გოგონაზე ფიზიკურ ძალადობაში ედება.
kozanimedia.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ახალგაზრდა გოგონას საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
მოძალადე ამ დრომდე დროებითი დაკავების საკანში იმყოფება.
Facebook Comments Box