კოზანში 59 წლის მამაკაცმა ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით თავი მოიკლა
როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, კოზანში, ქალაქის ცენტრში, გეროსტათის ქუჩაზე მდებარე ბინაში მცხოვრებმა მამაკაცმა თვითმკვლელობა დინამიტის გამოყენებით განახორციელა.
ამავე წყაროს ცნობით, 59 წლის მამაკაცი სისხლით დაფარული, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თავის არეში მიყენებული დაზიანებით იპოვეს, თავდაპირველად პოლიციამ ეჭვი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე მიიტანა.
მეზობლების თქმით, გაისმა ტირილი და შეძახილები, შემდეგ კი სახანძრო სამსახურის დახმარებით კორპუსის სარდაფის კარი გააღეს. იქ 59 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იპოვეს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით და პოლიციის თანხლებით კოზანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სერიოზულ დაზიანებების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალა.
მამაკაცმა სავარაუდოდ, გამოიყენა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებებით იგი გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე იარაღი ეძებეს, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დინამიტის ნაშთები აღმოაჩინეს.
ამავე წყაროების ცნობით, გარდაცვლილმა ხელწერილიც დატოვა
