კოლორადო: გასაძარცვებლად წასულ სამ ახალგაზრდას, მანქანა რომლითაც უნდა მიმალულიყვნენ მოპარეს
კოლორადო: გასაძარცვებლად წასულ სამ ახალგაზრდას, მანქანა რომლითაც უნდა მიმალულიყვნენ მოპარეს
კოლორადოში, სამი შეიარაღებული, ნიღბიანი ახალგაზრდა, ერთ ერთი ობიექტის გასაძარცვად შევიდა, მაგრამ მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. მანამ სანამ ისინი ობიექტს ძარცვავდნენ, მათთვის უცნობმა პირმა მოიპარა ის მანქანა რომლითაც ისინი უნდა მიმალულიყვნენ.
ინციდენტი, შაბათს დილით მოხდა, როდესაც სამმა შეიარაღებულმა და ნიღბიანმა მამაკაცმა სცადა Hi Lo Check Cashing-ის ობიექტის გაძარცვა. პოლიციის ცნობით სამივე ახალგაზრდა 18 წლამდე ასაკისაა.
სანამ მძარცველები ფეხით გაქცევას შეძლებდნენ, პოლიციელები ადგილზე მივიდნენ და დაედევნენ. კომერს სიტის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილიდან ორი დააკავა.
BBC-ის მიერ გამოქვეყნებული FBI-ის უახლესი მონაცემებით, 2022 წელს აშშ-ში მანქანების ქურდობა თითქმის 11%-ით გაიზარდა. ხშირი სამიზნეა ასევე ფულის გასაგზავნი ობიექტები, რომლებსაც აქვთ ასობით დოლარის ნაღდი ფული სალაროებში.