კომოტინი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 59 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
კომოტინი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 59 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგიკულად დაასრულა კომოტინში სიცოცხლე მოპედის მძღოლმა, რომელმაც გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავარდა და ამოყირავდა.
დაშავებული მძღოლი კომოტინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 59 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box