Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

კომოტინი: დაიტბორა გზები, ადგილობრივი მოსახლეობა სახლებში ჩაიკეტა

კომოტინი: დაიტბორა გზები, ადგილობრივი მოსახლეობა სახლებში ჩაიკეტა

ძლიერმა უამინდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომოტინის  მუნიციპალიტეტს, კერძოდ პოლიანთოს ადგილობრივ მოსახლეობას.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამომწყვდეული ადამიანების სახლებიდან გამოსაყვანად სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

ადგილობრივ მოსახლეობას არ სურს სახლების დატოვება. ისინი აცხადებენ, რომ წყლის დონე ნელ-ნელა იკლებს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

komotinipress.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქუჩებისა და სახლების დატბორვა ადგილობრივი ნაკადულების ადიდებამ გამოიწვია. 

ძლიერი წვიმისგან აიკრძალა გადაადგილება პოლიანთუ-იასმუს ეროვნულ გზატკეცილზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *