კონი მეტაქსა გუგლიდან მისი ასაკის გაქრობას ცდილობს
კონი მეტაქსა გუგლიდან მისი ასაკის გაქრობას ცდილობს
კონი მეტაქსამ ინტერვიუში იმ კრიტიკულ კომენტარებზე ისაუბრა, რომელსაც სოციალური მედიიდან იღებს, უპასუხა შეკითხვას ეძებს თუ არა მის თავს Google-ში და სურს თუ არა ხშირად ჩანდეს ტელევიზიის საშუალებით.
მომღერალი გასართობ ტელეგადაცემაში იყო მიწვეული.
“არასდროს ვგუგლავ ჩემს სახელს. თუმცა ხშირად მიცდია მეპოვნა გზა, გამექრო ჩემი ასაკი ინტერნეტიდან. ამის მიზეზი კი ჩემს შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია გახდა. ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ მომატებული აქვთ ჩემი ასაკი და არ მომწონს ეს.”
ფაქტზე, რომ ხშირად მის შესახებ ცრუ ინფორმაცია იწერება და ამბობენ, რომ ქმარს გაშორდა განაცხადა: “ამაზე ბევრად უარესებიც დაუწერიათ ჩემზე.”
შეკითხვაზე სურს თუ არა, რომ უფრო ხშირად ჩანდეს სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით, უპასუხა: “ნამდვილად არ ვიტყოდი უარს რაიმე სატელევიზიო შემოთავაზებაზე.“