კორინთია: პოლიციამ დააკიავა 65 წლის მძღოლი, რომელიც 76 წლის კაცს დაეჯახა და შუა გზაში უმწეო მდგომარეობაში მიატოვა
კორინთია: პოლიციამ დააკიავა 65 წლის მძღოლი, რომელიც 76 წლის კაცს დაეჯახა და შუა გზაში უმწეო მდგომარეობაში მიატოვა
პოლიციამ დააკავა 65 წლის მძღოლი, რომელიც ორშაბათს ღამით 76 წლის ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად 76 წლის კაცი სასიკვდილოდ დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ველო-ვოხას მუნიციპალიტეტში ფიდიპიდუს ქუჩაზე მოხდა. ავტომანქანა ასოდან ვრახატისკენ მიემართებოდა, როცა მუნიციპალიტეტის სასაფლაოს წინ 76 წლის კაცს დაეჯახა. მძღოლმა მანქანა არ გააჩერა და ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით თავისივე ნებით გამოცხადდა პოლიციის შენობაში და ჩაბარდა.
დაშავებული სხეულის მძიმე დაზიანებებით კორინთოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Facebook Comments Box
