კორინთია: ტრიკალას სათხილამურო ცენტრისკენ მიმავალ გზაზე კილომეტრიანი რიგებია
კორინთია: ტრიკალას სათხილამურო ცენტრისკენ მიმავალ გზაზე კილომეტრიანი რიგებია
სამდღიანი უქმეების გატარება ათენის მოსახლეობის უმეტესობამ ტრიკალას სათხილამურო ცენტრში გადაწყვიტა, რამაც 3 კილომეტრიანი საცობი გამოიწვია ტრიკალასკენ მიმავალ გზაზე.
ზირიას სათხილამურო ცენტრი იდეალური ადგილია ათენთან ახლოს ხმაურიანი ქალაქიდან თავის დასაღწევად, შესაბამისად გასაოცარი ნამდვილად არ ყოფილა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ სწორედ ეს ადგილი ბუნებრივი სილამაზით, გასაოცარი ხედებითა და სტუმართმოყვარე მასპინძლებით აირჩია. მაგრამ დამსვენებლების რაოდენობამ კვირას ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
მიუხედავად კილომეტრიანი საცობებისა და საათობით გზაში დგომის საჭიროებისა განწყობა მაინც სადღესასწაულო იყო.
სათხილამურო ცენტრის ადმინისტრაცია მოუწოდებს დამსვენებლებს სამომავლოდ წინასწარ ყურადღებით დაგეგმონ მათი მოგზაურობა, რათა თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და კილომეტრიან საცობებში დგომა.